"ვითიბი ბანკ ჯორჯია" საწესდებო კაპიტალს ზრდის

"ვითიბი ბანკ ჯორჯია" საწესდებო კაპიტალს ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" საწესდებო კაპიტალი 191 292 701 მილიონ ლარს მიაღწევს. "მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ემისიის საბოლოო პროსპექტი, რომლის მიხედვითაც "ვითიბი ბანკ ჯორჯიამ" განახორციელა 20 000 000 (ოცი მილიონი) ჩვეულებრივი აქციის საჯარო შეთავაზება, რომელთა ნომინალური ღირებულება შეადგენს: ერთი აქცია – ერთი ლარი.  "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მიერ ემიტირებული აქციებიდან, ემისიის პირველ ეტაპზე, ძირითადი აქციონერის, სსს "ვითიბი ბანკის" მიერ შეძენილ იქნა 19 361 680 ცალი აქცია. შეთავაზებული აქციების სრულად გაყიდვის შედეგად, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" საწესდებო კაპიტალი 191 292 701 მლნ ლარს მიაღწევს", - აცხადებენ ბანკში.

"ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა კი განაცხადა, რომ კაპიტალის დონის ამაღლება ხელს შეუწყობს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" განვითარებას და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.