ბილ გეითსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოახდენს

ბილ გეითსი მზად არის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ამერიკელი მილიარდერი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიის მფლობელია, საქველმოქმედო ფონდსაც ხელმძღვანელობს. ფონდის მიზანია სხვადასხვა დაავადებების აღმოფხვრა, სუფთა სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემის მოგვარება და კლიმატური ცვლილებების შეჩერება.

ცოტა ხნის წინ გამოცემა "ატლანტიკთან" ინტერვიუში ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მზად არის, უზარმაზარი თანხა გლობალური დათბობის შეჩერებისკენ მიმართული ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიებისთვის გამოყოს. მისი მოსაზრებით, ვერც ერთი ქვეყნის ხელისუფლება ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას კერძო კაპიტალის დახმარების გარეშე.