ნიუ-იორკელი ქართველი მეღვინის ამბიციური გეგმები

ნიუ-იორკში ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ღვინის დამზადების გამოცდილებას "ისტ-ვილიჯ ვაინერი კლაბის" წევრებს ქართველი მეღვინე, ერეკლე ხაზიური უზიარებს. ეს მისი ოჯახური ბიზნესია საქართველოში. თავად ერეკლეს შესახებ ცოტა ხნის წინ " ნიუ -იორკ თაიმსი" წერდა. როგორ მოხვდა ამ გავლენიანი გაზეთის ფურცლებზე ერეკლეს ქართული ღვინის კლუბი და რა გეგმები აქვს ქართველ მეღვინეს ამერიკაში, თეა თუაშვილი გვესაუბრება: "ამერიკა კარგად დაებედა. ახალი ჩამოსული იყო, როდესაც ექვსი თვის წინ გაზეთ " ნიუ-იორკ თაიმსში" დაბეჭდილ სტატიაში მოულოდნლად მისი ღვინის კლუბი, რომელიც თბილისში კონკასთან მდებარეობდა, მსოფლიოს 52 ღირშესანიშნავ, აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს შორის 25-ე ადგილზე დაასახელეს. დღეს, ეს ღვინის კლუბი აღარ არსებობს, თუმცა ერეკლე ხაზიურს ახლა სხვა მიზნები აქვს, ერთ-ერთი მანჰეტენზე ქართული ღვინის კლუბის გახსნაა. ის იტალიელ პარტნიორთან- მეთიუ ბალდასანოსთან ერთად მანჰეტენზე ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ღვინის მომზადების პოპულარიზაციას ცდილობს. "ისტ-ვილიჯ ვაინერი კლაბს" დაახლოებით 60 წევრი ჰყავს, რომლებიც საკუთარი ხელით წურავენ ყურძენს და ყველა იმ პროცესს გადიან, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ღვინო ქართული წესით მოამზადო."

ერეკლე ხაზიური:

კლუბის წევრები მოდიან და მონაწილეობას იღებენ დაწურვაში, ღვინის ჩამოსხმაში და ყველა სხვა დაკავშირებულ პროცესში. მერე ეს ჩამოსხმული ღვინო კლუბის წევრებზე იყიდება და ასევე, მაღალი კლასის მაღაზიებში, როგორიცაა "ეიბისი". ახლა ვგეგმავთ ქსელშიც გავიტანოთ, თუმცა ჯერჯერობით რაოდენობრივად იმდენი არ გვაქვს, ამიტომ ჩვენი საკუთარი ღვინის ბარის გახსნა გვინდა და იქვე გვექნება მეღვინეობა და მთელი კლუბის აქტივობაც იქ იქნება გადატანილი.

იხილეთ გაგრძელება