"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სენაკის რამდენიმე ქუჩის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახდება

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური სენაკში მაღალი ძაბვის ქსელში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, გამოიცვლება მოძველებული კაბელები და ზოგადად გაუმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღალი ძაბვის მოძველებული კაბელების ჩანაცვლება ახალი სადენებით, გაზრდის ქსელის ეფექტურობას, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" სენაკის მომსახურების ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უფრო სტაბილური და უსაფრთხო გახდება ქალაქ სენაკის ცენტრში; კერძოდ, შავი ზღვის, ხუბულავას, ნაფეტვარიძის, ნადარეიშვილის და წითელი დროშის ქუჩებზე მცხოვრები აბონენტებისთვის"-ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო და მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება.