„საფერავი“ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ღვინოდ დასახელდა

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015 კომპანია "კახური ღვინის მარნის" ღვინომ "საფერავი 2011"-მა ორი უმაღლესი ჯილდო - გრან-პრი ნომინაციაში „ საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს მედალი მოიპოვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო "მუკუზანი 2011". იუწყება ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო.

ყოველწლიური გამოფენა Hong Kong International Wine and Spirits Fair აზიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობას 6 ქართული კომპანია იღებდა. ესენია: "თბილღვინო", "მეღვინეობა ხარება", "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "ბადაგონი", "ქართული ღვინის სახლი" და კომპანია "ქართული ღვინო".

ჰონგ-კონგის ღვინის გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია აზიაში. 2014 წელს გამოფენაში 38 ქვეყნის 1000 კომპანია მონაწილეობდა.