ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი აუქციონზე რეკორდულ ფასად - 28,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჟენევაში, კრისტის აუქციონზე ბეჭედი ვარდისფერი ბრილიანტით რეკორდულ ფასად - 28,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

16-კარატიანი უძვირფასესი ქვის მფლობელი ჩინეთის მოქალაქე გახდა, რომლის ვინაობაც უცნობია. ეს არის ყველაზე დიდი ბალიშის ფორმის მქონე ბრილიანტი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.

წინა რეკორდი კრისტის სააუქციონო სახლმა 2010 წელს დაამყარა, როცა 24,78-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი 46 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

კრისტის აუქიცონზე ჩინეთის მოქალაქეები განსაკუთრებით აქტიურობენ. გუშინ, ანონიმურმა პირმა იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ნახატი „,მწოლიარე შიშველი ქალი“ 170 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში აუქციონზე ახალი რეკორდი დამყარდება. "სოტბის" აუქციონის სახლი გაყიდვაზე ლურჯ ბრილიანტს გაიტანს. უძვირფასესი ქვა 55 მილიონ აშშ დოლარად ფასდება.