"ხუდონი" არის ძალიან რთული პროექტი, რადგან თუ დავიწყებთ მშენებლობას, ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს"

"ხუდონი" არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე პროექტი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მშენებლობას, ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  "ვმუშაობთ. "ხუდონი" არის ძალიან რთული პროექტი. ძალიან მძიმეა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მშენებლობას, ამიტომ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ამ პროექტთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი", - განაცხადა კალაძემ.