თამაზ მეჭიაური: გიორგი მარგველაშვილმა გადახედოს, რომელს აქვს ასეთი პომპეზური შენობები, თეთრ სახლზე დიდია კინაღამ

პარლამენტის ,,საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის" თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლა მისი რეზიდენციიდან სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს.  ,,პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი გზა. ყველას აქვს განსაზღვრული თავისი სამუშაო ადგილი. როგორც განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, ის იქნება პრეზიდენტის სამუშაო ადგილი. მას თვითონვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის იქ არ აპირებდა მუშაობას და ძალიან კარგად ეტეოდა იქ, სადაც იყო განსაზღვრული. მარგველაშვილზე გაცილებით წარმატებული და დიდი ქვეყნების პრეზიდენტები მუშაობენ მაგის მეათედ ფართობზე. გადახედოს რომელს აქვს ასეთი პომპეზური შენობები. თეთრ სახლზე დიდია კინაღამ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.