რომელი პროფესიებია მოთხოვნადი ადგილობრივ პროფესიულ სასწავლებლებში

ბოლო წლებში პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი გაიზარდა.

როგორც პროფესიულ სასწავლებლებში აცხადებენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა მღებავის, ელექტრიკოსის, მებათქაშის, თაბაშირისა და შემდუღებლის სპეციალიტის მიმართულებით არის. პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელთა განცხადებით, მსურველები სასურველ პროფესიას დროის მოკლე მონაკვეთში ეუფლებიან.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროფესიებით დასაქმება მარტივია, ბოლო რამდენიმე წელია პროფესიულ სასწავლებლებზე მოთხოვნა 60-70%-ით გაიზარდა. ის პროგრამები, რომლებსაც აპლიკანტებს ვთავაზობთ, დამსაქმებლებთან კონსულტაციის შედეგად არის შემუშავებული, რაც იმის გარანტი იქნება, რომ კურსდამთავრებულებს დასაქმების რეალური შანსი ექნებათ. ჩვენი კურსდამთავრებულების 67% დასაქმებულია. მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ადგილების სიმცირის გამო ყველა მსურველი ვერ ხვდება ჩვენს კოლეჯში. უნივერსიტეტების დასრულების შემდგომ 15-20% პროცენტი ჩვენს კოლეჯს ამთავრებს იმის გამო, რომ საკუთარი პროფესიით სამსახური ვერ იშოვა“, - განუცხადეს bpn-ს საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“.

სწავლების პერიოდი დაახლოებით ერთ წლამდე პერიოდს მოიცავს და  40% თეორიისგან, ხოლო 60% პრაქტიკული მეცადინეობისგან შედგება.  მოთხოვნადი პროფესიები ძვირად ღირებულია და ერთი თვის საფასური 700 ლარს შეადგენს, მაღალი ქულებით ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

გიორგი შენკენაშვილმა სწავლის გაგრძელება პროფესიულ კოლეჯში გადაწყვიტა და ელექტრიკოსის სპეციალობას დაეუფლა. დღეს გიორგი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის თანამშრომელია. ამბობს, რომ კოლეჯის დამთავრება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

პროფესიული განათლების ექსპერტის გიუნთერ დივალდის თქმით, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში პროფესიულ განათლებას რამდენიმე ლექცია მიუძღვნა, ადამიანები მიხვდნენ, რომ უნივერსიტეტებში დროისა და ფულის ფუჭად ხარჯვას, უმჯობესია, რეალური ხელობა ისწავლონ, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ.

თიკო გურაშვილი