აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს, 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა , - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.  მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 27 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.000 პროცენტით, მაქსიმალური 11.830 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.506 პროცენტით განისაზღვრა.