საქართველო და უკრაინა ერთობლივ, 16-სერიან დეტექტიური ჟანრის ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო კინოცენტრის ხელმძღვანელმა ფილიპ ილიენკომ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის კინოცენტრმა მიმდინარე წელს დაფინანსება მოიპოვა.
„დაფინანსების ხარჯზე განვავითარებთ კოპროდუქციას ჩვენს ახლო მეზობლებთან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს საქართველო იქნება. უახლოეს ხანებში დავიწყებთ მუშაობას ფილმზე, რომლის რეჟისორებიც ზაზა ბუაძე და უკრაინელი ანატოლი მატეშკო იქნებიან. ეს იქნება დეტექტიური ჟანრის, 16-სერიანი ფილმი, რომელიც ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე გადაიცემა“, - განაცხადა ფილიპ ილიენკომ.
2017 წელს უკრაინის კინოეკრანებზე ზაზა ბუაძის სცენარით გადაღებული ფილმი „ურსუსი“ გამოვა.