2015 წელს SEO და კონტექსტური რეკლამა ინტერნეტ მარკეტინგის ძირითადი მიმართულებაა

ინტერნეტ-მარკეტინგის ბაზარზე დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება SEO და კონტექსტური რეკლამაა.

ამის შესახებ საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია SEMPO-ს საძიებო მარკეტინგის სფეროს შესახებ მე-10 ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

State of The Industry Report-ის ანგარიშის თანახმად, გამოკითხული სააგენტოების 92%-მა და კომპანიის მარკეტოლოგების 94%-მა აღნიშნა, რომ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციით (SEO) სპეციალისტების მუშაობაში წამყვანი მიმართულებაა.

გამოკითხვაში მონაწილე კონსულტანტების 84% და მარკეტოლოგები/კლიენტების 83% კი კონტექსტურ რეკლამას იყენებს.

კომპანიების მარკეტოლოგთა 65%-მა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში თავად მართავენ კომპანიის გვერდებს. მსგავსი სახის მომსახურებას კლიენტებს სააგენტოების 66% სთავაზობს. მათი განცხადებით, ძირითადად ამისთვის „ფეისბუქს“ იყენებენ.

SEMPO-ს 2015 წლის გამოკითხვაში ინტერნეტ-მარკეტინგის სფეროში მოქმედმა 500-ზე მეტმა სპეციალისტმა და სააგენტომ მიიღო მონაწილეობა.

bpn