"სოტბის" აუქციონზე ლურჯი ბრილიანტი 48,5 მლნ დოლარად გაიყიდა

ჟენევაში, "სოტბის" აუქციონზე უძვირფასესი ქვა, ლურჯი ბრილიანტი, სახელწოდებით "ცისფერი მთვარე" რეკორდულ ფასად - 48,5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ბრილიანტის მფლობელი კოლექციონერი ჰონკონგიდან გახდა. "ცისფერი მთვარე" აუქციონის დაწყებიდან 7 წუთში გაიყიდა.

"სოტბის" აუქციონზე ლურჯი ბრილიანტები ყოველთვის რეკორდულ ფასად იყიდება. 2014 წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე 9,75-კარატიანი Zoe Diamond-ი 32,645 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. 2009 წელს კი, ჟენევაში, 7,03-კარატიანი "ჟოზეფინას ვარსკლავი" 9,488 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს.