კომპანია „ბარამბო“ ახალი პროდუქტის, შოკოლადის 8-გრამიანი მინი-ფილების პრეზენტაციას იწყებს

კომპანია "ბარამბოს" ინფორმაციით, „ვიმეგობროთ“ კამპანიის ფარგლებში ბრენდი ენერგიულ და პოზიტიურ განწყობას შეუქმნის სხვადასხვა სფეროს წარმატებულ 100-მდე კომპანიაში დასაქმებულ 10 000-მდე თანამშრომელს. მათივე ცნობით, „ბარამბო“-ს კამპანიის მიზანია, საქმიან ადამიანებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ დილიდან სამუშაო მაგიდასთან, სამუშაო ადგილზე სიურპრიზის სახით დახვდეთ ბარამბოს ახალი პროდუქტი - 8 გრამიანი რძიანი, ასევე კარამელიანი ფილა ღია ბარათთან და პოზიტიურ შეთავაზებასთან ერთად - „ვიმეგობროთ“.

პროდუქტის პრეზენტაციასთან და დეგუსტაციასთან ერთად ამ მესიჯით ბრენდი საკუთარ მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს მიდის და უმეგობრდება, სხვადასხვა კომპანიის საქმიანი თანამშრომლები დილას ენერგიულად და ტკბილად იწყებენ ბარამბოსთან ერთად.