საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე მოტყუებით გაასაღა 2 400 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.  გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.