მიგრაციული კრიზისის გამო, შვედეთი სასაზღვრო კონტროლს დააწესებს

მიგრაციული კრიზისის გამო, შვედეთი სასაზღვრო კონტროლს დააწესებს. ამის შესახებ შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანდერს იგემანმა განაცხადა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს "იძულებითი და დროებითი" ზომაა. შვედეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიგრანტთა "რეკორდული რაოდენობა" დაფიქსირდა, რის გამოც, შესაძლოა, საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნას. "დოიჩე ველე" აღნიშნავს, რომ გერმანიასთან ერთად, მიგრაციულმა კრიზისმა ყველაზე მეტი გავლენა შვედეთზე მოახდინა. სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში 80 000-მდე მიგრანტი ჩავიდა.