იაშვილის კლინიკის ექიმებს ხელფასი ჩაერიცხათ

იაშვილის კლინიკის ექიმებს ხელფასი ჩაერიცხათ. ექიმებმა ამის შესახებ ინფორმაცია საავადმყოფოს ფოიეში გამართული საპროტესტო აქციის დროს მიიღეს.  როგორც გაფიცული ექიმები აცხადებენ, მათ სამი თვის ხელფასი არ აუღიათ და დღეს ჩარიცხული ხელფასი სექტემბრის თვის არის.  აქციის მონაწილე ექიმები აცხადებენ, რომ ისინი ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, გააგრძელებენ თუ არა გაფიცვას დარჩენილი ხელფასის მისაღებად.

”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ინფორმაციით, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში ექიმები სრულად არიან გაფიცულები, გარდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებისა.