"ლილომოლში" დასაქმებული 4000-მდე მეწარმე და ღირსეულად განვლილი გზა წარმატებისკენ

"ლილომოლი" პირველი ქართული კომერციული ცენტრია, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მთავრობის ოფიციალური ნებართვა მიიღო. წლების განმავლობაში "ლილომოლი" ამარაგებდა არა მხოლოდ მთელ საქართველოს, არამედ - კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. დღესდღეობით "ლილო მოლი" მოიცავს 35 ჰექტარ ტერიტორიას, მასზე განლაგებული 6000-ზე სავაჭრო ობიექტით. ბიზნესი წარმატებულია და, შეიძლება ითქვას, მმართველ გუნდს საწუწუნო არაფერი აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია -  კომპანიამ ურთულესი პერიოდები განვლო და, როგორც გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, ის ყველა წინააღმდეგობას ღირსეულად გაუმკლავდა.

მანამდე კი იყო ბნელი 90-იანები, რეკეტი, დაუცველობის საშინელი გრძნობა და დაუსჯელობის სინდრომი, რასაც კორუფციის ჭაობი და, უფრო მოგვიანებით, ელიტური აღებმიცემობა მოჰყვა. ,,ლილომოლმა" ყველაფერ ამას მართლაც ღირსეულად გაუძლო და ის დღემდე ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს, რასაც ხელს უწყობს გეოგრაფიული მდებარეობა - სავაჭრო ცენტრი ახლოსაა ახალ სარკინიგზო ხაზთან, განბაჟების ეკონომიკურ ზონასთან, კახეთის ტურისტულ მარშრუტებთან; თუმცა, გარდა სტრატეგიული ადგილმდებარეობისა, პროდუქციის დიდი არჩევანი, ხელმისაწვდომი ფასები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის შეუზღუდავი შესაძლებლობა კომპანიის კონკურენტული უპირატესობაა და ეს წარმატებას განაპირობებს. "ლილომოლი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია კავკასიის რეგიონში და მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი კონკურენტებისგან. მისი სლოგანი - ,,აქ ყველა ფერია!" -  რეალურად ასახავს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნებას.

bpnბრენდმოლის დაბალ ფასებს კი კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია რამდენიმე ფაქტორით ხსნის: "მეწარმეები, რომლებიც ჩვენთან არიან დასაქმებულნი, ათეული წლებია, ამ საქმეს აკეთებენ: მათ ზუსტად იციან მომხმარებლის ინტერესი... ამ ხალხს გრძელვადიანად, გარანტირებულად ვაძლევთ მუშაობის საშუალებას, მხოლოდ ჩვენს ჭკუაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაანალიზებთ, ვათანხმებთ... თამამად შემიძლია თქმა, რომ აქ ოჯახური გარემოა, მაღალ დონეზეა ბიზნესურთიერთობები და ამიტომაც ჩვენთან 4000-მდე მეწარმეა დასაქმებული. ამ ხალხთან ერთად ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ, არასოდეს ვარღვევთ შეთანხმებას და ისინიც ყველანაირი რყევებისგან დაცულად გრძნობენ თავს".

"წლების განმავლობაში კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება გამორჩეულ განწყობას ქმნის. თავის მხრივ, თითოეული კადრის შერჩევის პრინციპი გულისხმობს, რომ გუნდში მივიღოთ ადამიანი, რომელიც კვალიფიკაციასთან ერთად პიროვნულ პატივისცემასაც იმსახურებს. "ლილომოლი" სწორედ ასეთი კადრებითაა დაკომპლექტებული, რაც ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, და ეს კომპანიის სტაბილურობაზე აისახება", - განმარტავენ კომპანიაში, და შეუძლებელიცაა, არ დაეთანხმო. აქ ხომ 3500 ადამიანიდან – 1600-ს საზღვარგარეთიდან შემოაქვს საქონელი, ძირითადად, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, სირიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან... აღარაფერს ვამბობთ ახალ საბაჟო-სასაწყობო ტერმინალზე, რომელიც 2015 წლის მაისში გახსნეს. ის აკმაყოფილებს ტვირთის მიღების, განბაჟების, დასაწყობებისა და თანამდევი პროცედურების მომსახურების თანამედროვე სტანდარტს. განაშენიანების მთლიანი ფართი 24 000 კვ.მ-ია, აქედან სასაწყობე ფართი- 4500 კვ.მ, მომსახურების სერვისცენტრი კი - 1 800 კვ.მ. ტერმინალის მომსახურებით ისარგებლებენ, უშუალოდ, სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები. ამას გარდა, სხვა იმპორტიორ მეწარმეებსაც კომფორტულ გარემოში მოუწევთ საქმიანობა, ტვირთბრუნვის ოპერირებას კი "საქართველოს ფოსტა" განახორციელებს. რომ არა მმართველი გუნდისა და დასაქმებული მეწარმეების პროფესიონალიზმი თუ სწორი მენეჯმენტი, ვერც კომპანია იქნებოდა წარმატებული, ვერც 3 მილიონი ვიზიტორი ეყოლებოდა და ვერც 4000-ზე მეტი მოიჯარე განახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას 6000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტზე.

R