პარლამენტი დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

პარლამენტი დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გააცნობს.  ბიუჯეტის პროექტი მეორედ მთავრობამ პარლამენტში გასულ კვირას შეიტანა, თუმცა მისი კორექტირება არ განხორციელებულა.  ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტში გააჩნიათ, პენსიების გაზრდის საკითხია. მთავრობას პარლამენტისგან სხვა შენიშვნებიც გადაეგზავნა, თუმცა ის უკან დაბრუნებულ პროექტში ასახული არ არის.

პარლამენტს ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვს.