საქმესთან გამკლავების ხელოვნება

„ათწლეულებია, ათასობით ადამიანს ვასწავლი და მთავარი და ბანალური ჭეშმარიტება, რომელიც ამ დროის განმავლობაში აღმოვაჩინე, გახლავთ ის, რომ მიზეზი სტრესისა, რომელსაც ისინი განიცდიან, უმეტესად მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების არასათანადოდ ორგანიზებაში მდგომარეობს.

თუმცა, მათაც კი, ვინც საკუთარი ნების გამოისობით გამოუფიტავს სტრესს, შეუძლიათ, მოდუნდნენ, მეტი ყურადღება მიმართონ ამა თუ იმ საქმეზე და უფრო ნაყოფიერად იმუშაონ, თუკი მათ ცხოვრებაში არსებული ხვრელების ეფექტურად გაკონტროლებას ისწავლიან.

ალბათ, საკუთარ თავს იმაზე მეტჯერ დასთანხმებიხართ, ვიდრე თავად წარმოგიდგენიათ, ალბათ, საკუთარი თავის წინაშე თქვენი პოზიციის დასასაბუთებლად ათასგვარი არგუმენტიც მოგიყვანიათ, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, და არც გიფიქრიათ, რომ თითოეული არგუმენტის უკან თქვენი ქვეცნობიერება დგას. ჰოდა, ხვრელებიც, ზემოთ რომ ვახსენე, სწორედ მასში მდგომარეობს, მე ამ ხვრელებს შევადარებდი ყველაფერს, რაც კი თქვენს ყურადღებას იპყრობს, რაც გაიძულებთ, ყურადღება მოადუნოთ იქ, სადაც ამწუთას ყველაზე მეტად გჭირდებათ კონცენტრირება და იფიქროთ იმაზე, რაზეც ახლა არ უნდა ფიქრობდეთ. ასეთი „ხვრელის“ როლი ყველაფერმა შეიძლება შეასრულოს - ყველანაირ საქმეზე ფიქრმა შეიძლება დაიკავოს ჩვენი გონება, ისეთმა მნიშვნელოვანმა საკითხებმა, როგორიც მსოფლიოში შიმშილის პრობლემის მოგვარებაა, ანდა შედარებით მოკრძალებულმა თემებმა, მაგალითად, ახალი თანაშემწის სამსახურში აყვანა-არაყვანის პერსპექტივამ და სრულიად უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო ამოცანებმა.

ყველაფერს, რასაც ადგილი არა აქვს მიჩენილი, ერთგვარი ხვრელია, რომელსაც თქვენი ყურადღება მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადააქვს.

იმისათვის, რომ ამ ყველაფერს ეფექტურად გაუმკლავდეთ, დასაწყისისთვის უნდა გაარკვიოთ, რას აქვს თქვენთვის უპირატესი მნიშვნელობა, შემდეგ კი შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღოთ და საქმეს შეუდგეთ. თითქოს მარტივი პროცესია, არადა, სინამდვილეში ადამიანების უმეტესობა ასეთ პროცესში არათანამიმდევრულობას ამჟღავნებს - სათანადო ცოდნას არ ფლობს ან სათანადო მოტივაცია არ გააჩნია, ანდა ერთდროულად ერთიცა და მეორეც. თუმცა მათი არათანამიმდევრულობა, ალბათ, უფრო იმის ბრალია, რომ ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად ძვირად შეიძლება დაუჯდეთ ამგვარი მეთოდის უგულებელყოფა".

დევიდ ალენი, „საქმესთან გამკლავების ხელოვნება"

გამომცემლობა პალიტრა L-ის "ლურჯი ოკეანის" ბიბლიოთეკა