"პენსიის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია ძალიან მალე გახდება ცნობილი"

2016 წლისთვის პენსიის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი ფინანსთა მინისტრს ჯერ არ აქვს. ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების პასუხად მხოლოდ ის განაცხადა, რომ მუშავდება ვარიანტები და მთავრობის პოზიცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.  "ჩვენ ერთხელ შევიკრიბეთ. მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ. გავიაროთ ვარიანტები, რომელიც მუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. მთავრობის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გახდება ცნობილი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ხადური პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს.