"პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა მომავალი წლის აპრილშია დაგეგმილი"

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მომავალი წლისთვის პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ. როგორც ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პედაგოგთა ხელფასები 70 მილიონი ლარით იზრდება.  "ხელფასი პედაგოგებისათვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან გაიზარდა და ხელფასების ზრდა კიდევ მომავალი წლის აპრილშია დაგეგმილი. საბაზო ხელფასი 400-450 ლარი ხდება", - განაცხადა ხადურმა პარლამენტის სხდომაზე.

ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს.