ნოდარ ხადური: პრემია თავისი არსით შესანარჩუნებელია

პრემია თავისი არსით შესანარჩუნებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომელთა შრომაზეც არის დამოკიდებული ბიუჯეტის შევსება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ასე შემდეგ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.

ხადურმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მინისტრები პრემიას არ იღებენ და ასეთი რამ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.  "როგორც კი "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდება, ეს სისტემა დალაგდება. მზად ვართ, ამ მიმართულებით ნაბიჯები აქტიურად გადავდგათ. პრემია თავისი არსით შესანარჩუნებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომელთა შრომაზეც დამოკიდებულია ბიუჯეტის შევსება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ასე შემდეგ. უბრალო თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, თავისთავად ცხადია წახალისების მექანიზმი უნდა არსებობდეს", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს.