ნოდარ ხადური: სტიქიისგან მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს

სტიქიის შედეგად მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთლიანად მთავრობა აანაზღაურებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისი განმარტებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა ისევ მიმდინარეობს.  "მქონდა კომუნიკაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან. სამწუხაროდ, ბევრ რეგიონში არის პრობლემები სტიქიისგან. მოხდება ზარალის დათვლა და ინფრასტრუქტურულ ზარალს სრულად აანაზრაურებს საქართველოს მთავრობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.