იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14%-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14%-ით შემცირდა.  სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1832 მლნ აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6289 მლნ აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 4457 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნდება.