მსოფლიო ბაზარზე ნავთობის, ნედლეულისა და ლითონის ფასი დაეცა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, სპილენძის ფასი 2009 წლის მინიმუმს გაუტოლდა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დღეს დილით სპილენძის ფასმა 4 816 დოლარს მიაღწია. სპილენზე ფასის კლება ბოლო ხუთი კვირაა გრძელდება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად გაიაფდა ნავთობიც. ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 44,12 დოლარი შეადგინა, WTI-ის ნავთობის ფასი 0,16 დოლარით შემცირდა და ბარელზე 41,59 დოლარამდე დაეცა.
ინვესტორები შიშობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის, ნედლეულისა და ლითონის ფასის დაცემა, შესაძლოა ჩინეთი ეკონომიკის მომავალი შენელების სიგნალი გახდეს.
ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა ოქროს ფასიც. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ოქროს ფასი 0,8%-ით შემცირდა და უნციაზე 1075,8 დოლარი შეადგინა.