კომპანია "თელასმა" SMS-შეტყობინების სერვისი აამოქმედა

კომპანია "თელასმა", მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, SMS-შეტყობინების სერვისი აამოქმედა.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, SMS-შეტყობინების საშუალებით "თელასის" აბონენტები მიიღებენ ინფორმაციას ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყალმომარაგების დავალიანების, ასევე, ელექტრომომარაგების გეგმიური შეზღუდვების შესახებ. აბონენტებს, რომლებსაც სერვისის გააქტიურება სურთ, "თელასის" აბონენტის ნომერი შეუძლიათ გააგზავნონ ნომერზე - 90033. მომსახურება უფასოა. ამ ეტაპზე SMS-შეტყობინების სერვისით სარგებლობა მხოლოდ "მაგთის" აბონენტებს შეუძლიათ. უახლოეს მომავალში ეს მომსახურება საქართველოში მოქმედი მობილური კავშირის ყველა ოპერატორის აბონენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი.