თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე უძრავ ქონებაზე აუქციონი გამოცხადდა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩა N9 -ში, სარდაფის სართულზე მდებარე 168.41 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №01.13.07.021.023.01.509). უძრავი ქონების საწყისი ფასი - 145 500 ლარი. სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2015 წლის 24 ნოემბერს, 17 საათზე. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე - კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/261871

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და მზად არის განიხილოს თქვენი დაინტერესება და წინადადებები საპრივატიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, სააგენტო შემოგთავაზებთ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას და გაგაცნობთ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებით. ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11. ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge.