იასე ზაუტაშვილმა "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

იასე ზაუტაშვილმა "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. როგორც იასე ზუატაშვილმა განაცხადა, ის კომპანიიდან პირადი განცხადების საფუძველზე წამოვიდა. "მიმაჩნია, რომ მე ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი თავი ამ კომპანიაში. ჯერჯერობით სხვაგან არსად დავსაქმებულვარ. არც სხვაგან გადავსულვარ, თუმცა მაქვს გარკვეული წინადადებები და ალბათ, უახლოეს მომავალში სხვა კომპანიაში გავავრძელებ საქმიანობას", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ გახდა უთანხმოება "ჯორჯიან ეარვეისიდან" წამოსვლის მიზეზი, ზაუტაშვილი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ არანაირი დაპირისპირება კომპანიაში არ ყოფილა.  მისივე თქმით, "ჯორჯიან ეარვეისში" ის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.  რაც შეეხება იმას, გეგმავს თუ არა მომავალში საავაციო სფეროში დარჩენას, ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ამ კუთხით მას არანაირი შემოთავაზება არ აქვს. "შეიძლება, საერთოდ სხვა სფეროშიც ამოვყო თავი. ეს არ იყო ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. 2-3 დღის განმავლობაში მივიღე გადაწვეტილება და კომპანიიდან წამოვედი", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, "ჯორჯიან ეარვეისში" გენერალური დირექტორის მოვალეობას ჯერჯერობით მისი მოადგილე რობერტ ოგანესიანი შეასრულებს.