CNN : ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარიზში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საფრანგეთში 6 სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებულია.  როგორც "როიტერი" იტყობინება, პარიზის სხვადასხვა ადგილზე გუშინ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს.  საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.

წყაროს ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა თეატრ ბატაკლანში როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, ბოევიკები მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს. ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ოლანდმა საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტილად გამოაცხადა, რათა დამნაშავეთა გაქცევა არ დაუშვან.

პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის თქმით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი სულ მცირე 120-ს შეადგენს.