Google Map-ის ახალი ფუნქცია - გაიგეთ დასვენების დღეებში რომელი მაღაზიაა ღია

„გუგლის“ რუკას ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ, მომხმარებელს Google Map-ის საშუალებით შესაძლებლობა ეძლევა გაიგოს, თუ რომელი მაღაზია რომელ დღეს იქნება დაკეტილი.  „გუგლის" სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს მიუვა შეტყობინება მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მოსალოდნელი დასვენების დღეების შესახებ. „თუ თქვენ გაინტერესებთ დასვენების დღეებში რომელი მაღაზიაა ღია, შეგიძლიათ „გუგლის“ საძიებო სისტემაში ან რუკაზე დაძებნოთ მაღაზიის დასახელება, სადაც მითითებული იქნება დასვენების დღეები და საათებიც“, - წერია „გუგლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს იმედგაცრუება და დრო ტყუილად არ დაკარგოს ამა თუ იმ მაღაზიაში ვიზიტით.