სახლი, რომელიც 159 მილიონ დოლარადაა შეფასებული

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი ფლორიდის შტატში მდებარეობს. თითქმის 20 000 კვადრატული მეტრის ფართობის უზარმაზარი ვილა 159 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ვერსალის სასახლის სტილში აგებული ვილა 2014 წლის სექტემბერში 139 მილიონად იყიდებოდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ მისმა მეპატრონემ ფასი გაზარდა.

bpnვილას უზარმაზარი ბაღი აკრავს ირგვლივ. მის ტერიტორიაზე ექვსი ჩანჩქერია გაკეთებული, სახლზე მიშენებულია მარმარილოს კიბე, რომლის აშენებაც 2 მილიონი დოლარი დაჯდა. ხელოვნური ჩანჩქერების გარდა, ვილის ტერიტორიაზე მდებარეობს უზარმაზარი აკვარიუმიც. სასახლის ავტოფარეხი კი 30 ავტომობილს იტევს. ვილას აქვს ღვინის სარდაფიც, სადაც 3000-ზე მეტი ბოთლი ღვინოა განთავსებული. სახლის მთავარ შენობაში 11 საძინებელი ოთახია. სასახლეს სპეციალურად სტუმრების მისაღები განყოფილებაც აქვს.

ყველაზე ძვირად ღირებული ვილა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს.