რიგში სხვის მაგივრად დგომა 1500 დოლარამდე ღირს

თუ თქვენ უზარმაზარ რიგში გიწევთ ყოფნა და დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ დაიქირავოთ ადამიანი, რომელიც თქვენ მაგივრად რიგში დადგება. ამ მომსახურების მიღება ევროპასა და აშშ-შია შესაძლებელი. პროფესიონალი რიგში "მდგომელები" თქვენ მაგივრად იმდენ ხანს იდგებიან რიგში, რამდენიც საჭირო იქნება. ამ მომსახურების მიღების მსურველები მზად არიან ზოგჯერ 1 500 დოლარამდე თანხა გადაიხადონ. რიგში მდგომელს ძირითადად ცნობილი მომღერლების კონცერტების ბილეთების ყიდვის მიზნით ქირაობენ. ეს პრაქტიკა ხშირად გამოიყენება მაგალითად, ნიუ-იორკში.

ამ ბიზნესით რობერტ სამუელი სამი წლის წინ დაინტერესდა. იმ პერიოდში iPhone 5 გამოდიოდა, მისი ყიდვის მსურველი კი ბევრი იყო. IPhone-ის მაღაზიებთან რამდენიმედღიანი რიგები იქმნებოდა. რობერტმა მაშინ 19 საათით რიგში დგომის სანაცვლოდ 325 დოლარი გამოიმუშავა. მას შემდეგ მან დააარსა კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.