ევროზონის ეკონომიკური ზრდა შემცირდა

ევროზონის ეკონომიკური ზრდა 2015 წლის მესამე კვარტალში 0,3 პროცენტით შემცირდა. თუმცა, ექსპერტები ეკონომიკური ზრდის ტემპის უფრო მეტ შენელებას პროგნოზირებდნენ. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. ეკონომიკური აღმასვლა განსაკუთრებით გერმანიაში შენელდა, რომლის ეკონომიკაც ევროზონაში ყველაზე დიდია. საფრანგეთის ეკონომიკა კი ბოლო მონაცემებით, ზრდას განაგრძობს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა არის, თუმცა, არასაიმედო და მცირე. მათივე ვარაუდით, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ევროზონაზე არასასურველ გავლენას ახდენენ.

ევროზონაში ინფლაციის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს.