რუსეთი "ტვიტერს" აფრთხილებს

რუსეთი „ტვიტერს“ აფრთხილებს, რუსი მომხმარებლების მონაცემები რუსეთიდან არ გაიტანოს. ახალი კანონის მიხედვით, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა, რუსეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემები მხოლოდ რუსულ სერვერებზე უნდა დარჩეს. კანონის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამგვარად რუსი მომხმარებლების პირადი ინფორმაცია და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება დაცული იქნება. კრიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.

ახალი კანონის მიხედვით, რეგულაცია ეხება სოციალურ ქსელ Facebook-საც. თუ კომპანიები ამ კანონს დაარღვევენ, მათ ჯარიმა ან ქვეყნის მასშტაბით დაბლოკვა ემუქრებათ.