26 მაისის მოედანზე მსოფლიოში "ვენდის" ყველაზე დიდი რესტორანი ოფიციალურად გაიხსნება

ხვალ, თბილისში, 26 მაისის მოედანზე, "ვისოლ ჯგუფი" მსოფლიოში "ვენდის" ყველაზე დიდ რესტორანს საქართველოში ოფიციალურად გახსნის.

"ვისოლ ჯგუფის" ინფორმაციით,  "ვენდის" დაფუძნების დღე საქართველოში ბრენდის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გახსნით აღინიშნება. ხვალ, 15:00 საათზე თბილისში, 26 მაისის მოედანზე "ვისოლ ჯგუფი" მსოფლიოში "ვენდის" ყველაზე დიდ რესტორანს საქართველოში ოფიციალურად გახსნის. გახსნის ცერემონიას, რომელიც სიმბოლურად ხვალ დაიგეგმა, ამერიკიდან "ვენდის" წარმომადგენლები დაესწრებიან.

"15 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში "ვენდის" პირველი რესტორნის გახსნას უკავშირდება. 46 წლის წინ, 1969 წლის 15 ნოემბერს დეივ ტომასმა "ვენდის" პირველი რესტორანი გახსნა. "ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც 2012 წელს მიიღო ფრანჩიზის უფლება "ვენდის" კომპანიისგან რესტორნების ქსელის საქართველოსა და აზერბაიჯანში განვითარებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

"ვენდისი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 28 სხვა ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე - www.aboutwendys.com ან www.wendys.com.