კომპანია Menu Group UK-მა ფონდისგან Granatus Ventures 720 000 დოლარის ინვესტიცია მიიღო

კომპანია Menu Group UK Limited-მა, რომელიც საქართველოში რესტორნებიდან საჭმლის მიტანის სერვისს menu.ge ფლობს, კომპანია Granatus Ventures-სგან ინვესტიციის სახით 720 000 აშშ დოლარი მიიღო.

„რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს ვენჩურულ ფონდთან და მივიღეთ 720 000 დოლარის ინვესტიცია ბაზრის განვითარებისთვის კავკასიის რეგიონში. ბიუჯეტი დიდი ნაწილი საქართველოში დაიხარჯება. ეს ნიშნავს, რომ მუდმივად გავაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, უფრო მრავალფეროვანს გავხდით ჩვენს ასორტიმენტს, გავზრდით რესტორნებისა და თანამშრომლების რაოდენობას, ასევე იმ ქალაქებს, სადაც Menu.ge იმუშავებს,“ - განაცხადა Menu.ge-ს დირექტორმა.

კომპანიის მთავარი საქმიანობა რესტორნების შეკვეთების რაოდენობის გაზრდა და მომხმარებლისთვის შეკვეთილი საჭმლის მიწოდებაა. ამ ეტაპზე კომპანია აერთიანებს 150-ზე მეტ რესტორანს, სპეციალიზებულ მაღაზიასა და ფასტფუდის წერტილს.

„კლიენტი პირდაპირ კავშირზე გამოდის ჩვენთან და გვიკვეთავს სასურველი კერძს კონკრეტული რესტორნიდან, რის შემდეგად ჩვენ ვუკავშირდებით რესტორანს, საიდანაც უკვე მზად კერძი ჩვენს კურიერს კლიენტის მიერ მითითებულ ადგილზე მიაქვს. ჩვენი მომსახურება თავის მხრივ ხელს უწყობს რესტორნების გაყიდვების გაზრდასაც“, - აღნიშნავს Menu.ge-ს დირექტორი.

კომპანიაში ერთი შეკვეთის შესრულებას მთლიანობაში დაახლოებით 40-45 წუთი სჭირდება. მიტანის დრო შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია შეკვეთილ პროდუქციაზე და მანძილზე რესტორანსა და კლიენტის მისამართს შორის. მიღებული ინვესტიციის შედეგად, გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად აისახება მიტანის სერვისის კომფორტულობაზე.

თბილისის მასშტაბით შეკვეთა განურჩევლად იმისა, ცენტრში სრულდება თუ გარეუბანში, 3 ლარი ღირს. მომხმარებელს შეკვეთა როგორც ინტერნეტით, ასევე მობილური ტელეფონის აპლიკაციებისა და ქალაქის ტელეფონითაც შეუძლია. Menu.ge-ს ერთ-ერთი უპირატესობაა გადახდის მოქნილი სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალება აძლევს, გადაიხადოს როგორც ნაღდი ფულით, ასევე საკრედიტო ბარათით საიტზე ან ტერმინალით ადგილზე მიტანისას.

Menu.ge-ს მეშვეობით თბილისში მცხოვრები მეგობრებისა და ნათესავებისთვის ყვავილების, სადღესასწაულო ტორტის, ალკოჰოლური სასმელისა და სხვა სასურველი პროდუქციის შეკვეთა შეუძლიათ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებსაც.

ბოლო პერიოდში ასეთი ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით კი ისრაელში, აშშ-ში და დსთ-ს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები აქტიურობენ, რომლებიც Menu.ge-ს საშუალებით აქ დარჩენილ საყვარელ ადამიანებს ხშირად უწყობენ სიურპრიზებს.

საქართველოში Menu.ge-მ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღესდღეობით პოპულარული პლატფორმაა რესტორნებიდან საჭმლის მიწოდების მხრივ. ამ ეტაპზე Menu.ge-ს სისტემა თბილისის 150-ზე მეტ რესტორანსა და მაღაზიას აერთიანებს. კომპანია უზრუნველყოფს საჭმლის მიტანას სხვადასხვა რესტორნებიდან, აგრეთვე ყვავილების, სადღესასწაულო ტორტების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის მიწოდების სერვისს პირდაპირ თქვენს ბინაში, ოფისში ან სასტუმროს ნომერში.

კომპანიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება.

R