თურქეთმა ჩინეთთან 3 მილიარდი ევროს ღირებულების გარიგება ჩაშალა

თურქეთმა ჩინეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენა გადაიფიქრა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.  წინასწარი მონაცემებით, გარიგება 3 მილიარდი ევროს ღირებულების იყო. ის 2013 წელს შედგა, რამაც მაშინ დასავლური ქვეყნების შეშფოთება გამოიწვია და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ ჩინური ტექნოლოგიები შესაძლოა, შეუთავსებელი ყოფილიყო იმ სისტემებთან, რომლებსაც ნატოს ქვეყნები გამოიყენებენ.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთი აცხადებს, რომ აპირებს თავად შეიმუშავოს ეროვნული წარმოების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. "გარიგება გაუქმდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ჩვენი სურვილი, შევიმუშაოთ საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა", - განუცხადეს "ფრანსპრესს" თურქეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში.