იტალიური კომპანია Telecom Italia Sparkle საქართველოს ბაზრით ინტერესდება

17 ნოემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო რედისონში იტალიური კომპანია Telecom Italia Sparkle-ის წარმომადგენლები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. Telecom Italia Group-oს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო მიმართულება, Telecom Italia Sparkle, აფართოებს თავის გლობალურ IP ქსელს და თბილისში ახალ პროექტს იწყებს. პროექტს Telecom Italia Sparkle ორ პარტნიორთან ერთად - თურქულ სატელეკომუნიკაციო კომპანია Turkcell-თან და საქართველოს უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერთან კომპანია სილქნეტთან ერთად განახორციელებს.

17 ნოემბერს, 11 საათზე ჟურნალისტებისთვის თბილისის პროექტის შესახებ განცხადებას სამივე კომპანიის წარმომადგენელი გააკეთებს, შემდეგ კი საზეიმოდ მოაწერენ ხელს სამმხრივი შეთანხმების მემორანდუმს.