აზიის საფონდო ინდექსები პარიზის ტერაქტების ფონზე დაეცა

პარიზში მიმდინარე მოვლენების ფონზე აზიის საფონდო ინდექსები დაეცა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, იაპონიის „ნიკკეის“ ინდექსი 1%-ით - 19,393.69-მდე დაეცა.  0,9%-ით - 5,003,80-მდე დაეცა ავსტრალიის S&P/ASX 200-ის ინდექსი, სამხრეთ კორეის „კოსპის“ ინდექსი კი 1,5%-ით - 1,943.02-მდე შემცირდა.

რაც შეეხება შანხაის Composite-ის ინდექსს, 0,1%-ით - 3,577.98 შემცირდა, ჰონგ კონგის ინდექსი კი 1,6%-ით - 22,035.43-მდე დაეცა.

„პარიზში მომხდარი შემაძრწუნებელი მოვლენები ბაზრებზე მცირედით აისახება, თუმცა ეს არ იქნება გრძელვადიანი პროცესი“, - განაცხადა IG-ის ბაზრების ანალიტიკოსმა ევნ ლუკასმა.

პარიზში, 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად ბოლო მონაცემებით, 129 ადამიანია დაღუპული, 352 კი დაჭრილი. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განკარგულებით, ქვეყნის მთელი ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.