კობი-გუდაურის გზაზე სატვირთო მანქანების გადაადგილება შეზღუდულია

კობი-გუდაურის გაზაზე რამდენიმე ასეული სატვრთო ავტომობილია გაჩერებული. როგორც ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა, კახა დარჩიაშვილმა განაცხადა, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრაილერები 3-4 დღეა გაჩერებული არიან, მიზეზად უამინდობას ასახელებენ და პოლიცია გადაადგილების უფლებას არ იძლევა.  დარჩიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები რამდენიმე დღეა, ამ მდგომარეობაში არიან, მათთან დასახმარებლად არავინ მისულა.

"კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრაილერების დიდი საცობია. 3-4 დღეა, ასეთი მდგომარეობაა. მძღოლებს მალფუჭებადი საქონელი მოაქვთ, თუმცა არავინ არ არის პატრონი. რამდენიმეკილომეტრიანი საცობებია ორივე მიმართულებით. საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას უამინდობას უკავშირებენ, თუმცა თოვა დღის სააათებში შეწყდა",-აცხადებს დარჩიაშვილი.