"გალფის" ქსელში საწვავი 8-11 თეთრით გაიაფდა

16 ნოემბრიდან "გალფის" ქსელში საწვავის ფასები კვლავ გაიაფდა. კომპანიის ინფორმაციით, ქსელში მიმდინარე ფასები ასეთია : G-Force პრემიუმი - 1.94; G-Force ევრო რეგულარი - 1,88; ევრო რეგულარი - 1,78; G-Force ევრო დიზელი - 1,93; ევრო დიზელი - 1,75. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა. გარდა ამისა, "გალფი" აგრძელებს დამატებითი ფასდაკლების აქციას Gulf Club-ის წევრებისთვის, რომლებიც საწვავს დამატებით 7-10 თეთრი ფასდაკლებით შეიძენენ. "კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას, რათა საუკეთესო ფასი შესთავაზოს მის მომხმარებელს", – აცხადებენ კომპანიაში.