ნორვეგიამ ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესები გაამკაცრა

ნორვეგიამ ლტოლვილთათვის თავშესაფრის მინიჭების წესები გაამკაცრა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად დაწესდება ახალი ზომები, მათ შორის შემცირდება მიგრანტთა მიღების ცენტრებში მცხოვრებ პირთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარება, ბინადრობის დოკუმენტის მისაღებად გაიზრდება ქვეყანაში ყოფნის აუცილებელი ვადა, ლტოლვილებისთვის შეიზღუდება ოჯახის შექმნის უფლება.

მოგრანტები, რომლებსაც ნორვეგია თავშესაფარს არ მისცემს, სამშობლოში საკუთარი ნებით უნდა დაბრუნდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები ამას ძალით გააკეთებინებენ.

ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, წელს ქვეყანაში 14 ათასამდე ლტოლვილს ელოდებიან. ბევრი მათგანი ნორვეგიაში რუსეთის გავლით ჩადის.