როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი ბრენდები პარიზის ტერაქტს (+ფოტო)

პარიზში, 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტს სოციალურ ქსელებში მილიონობით ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც თანადგომას უცხადებდნენ ფრანგ ხალხს. მომხდართან დაკავშირეებით სხვადასხვა გზით თანადგომა გამოხატეს ცნობილმა ბრენდებმაც.

"ფეისბუქმა" „ბატაკლანში“ მომხადრი აფეთქებიდან რამდენიმე საათში პირველად ჩაუშვა Safety Check, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები იგებდნენ, რომ პარიზში მყოფი მათი მეგობარი უსაფრთხოდ არის. თუმცა, მოგვიანებით „ფეისბუქი“ მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ Safety Check ბეირუთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ არ გამოიყენა.

ჰეშტეგით #ParisOuverte „ტვიტერში“ პარიზელები საკუთარ სახლში ღამის გათენებას სთავაზობდნენ ყველას, ვინც ტერაქტის ღამეს ქუჩაში აღმოჩნდა.

„სკაიპმა“ საფრანგეთში განხორციელებული ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ ზარებზე როგორც მობილურზე, ასევე ქალაქის ტელეფონზე დაწესებული ფასი რამდენიმე დღით გააუქმა.

Amazon-მა საკუთრ საიტზე საფრანგეთის დროშა, წარწერით „სოლიდარობა“ გამოფინა.

Google-მა ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივსაცემოდ შავი რებონი განათავსა საიტზე და Google Hangouts-ზე უფასო ზარების განხორციელება დაუშვა.

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა „ტვიტერის“ მეშვეობით გამოხატა თანაგრძნობა ტერაქტის შედეგად დაღუპულების მიმართ.

Airbnb-მა დანიშნული პრესკონფერენცია გააუქმა და პარიზელებს ღამის გასათანებელი ადგილის მოძებნაში დაეხმარა.

13 ნოემბრის ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს მოდის ცნობილმა ბრენდებმა.

„თქვენ ჩვენს გულებსა და ფიქრებში ხართ“, - დაწერა ტონი ჰილფიგერმა „ტვიტერზე“.

„რალფ ლოურენი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პარიზში მომხდარის გამო, ქალაქში, რომელიც ყოველთვის სინათლის ქალაქია“, - რალფ ლოურენი.

ტანსაცმლის ბრენდმა Pray for Paris-მა განაცხადა, რომ გაყიდვებიდან მიღებული თანხის 20%-ს წითელ ჯვარს გადაურიცხავს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად.

იხილეთ ფოტოგალერეა