"ვითიბი ბანკში" ლარში სესხები გაიაფდა

16 ნოემბრიდან, "ვითიბი ბანკი" სამომხმარებლო სესხების აქციას იწყებს. ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული აქციის პერიოდში სესხის აღება 11%-დან არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1.2% – 2.3% -ით იკლებს და მაქსიმუმ 16.87%-ს შეადგენს.  სესხის აღება შესაძლებელია ლარში, დოლარსა და ევროში, სამივე ვალუტაში განაკვეთი 11%-დან იწყება. სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 30 000 ლარს. ოთხწლიანი ვადის შემთხვევაში, განაკვეთი 14,5%-ს შეადგენს.

შემცირებული განაკვეთით სესხის აღება "ვითიბი ბანკში" ერთი თვის განმავლობაში, 16 დეკემბრამდეა შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით და უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.