დოლარის ოფიციალური ფასი 2.4010 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4010 ლარი გახდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4010 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.4018 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა მცირედით ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5751 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღემდე მოქმედი კურსი 2.5879 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0128 ლარი შეადგინა.