"იგემე ახალი წელი" - "კოკა-კოლას" ახალი რეკლამა

„კოკა-კოლას“ საშობაო რეკლამები წლებია უკვე ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა. კომპანიამ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ცოტა ხნის წინ „კოკა-კოლამ“ კიდევ ერთხელი ახალი, წინასაახალწლო ვიდეორგოლი გამოუშვა.

ამჯერად რეკლამის ავტორები შეეცადნენ, „კოკა-კოლას“ ახალი ვიდეორგოლის მეშვეობით ადამიანებში გავრცელებული სტერეოტიპები დაერღვიათ.

„მომხმარებლები გვებნებიან, რომ „კოკა-კოლას“ წინასაშობაო რეკლამა მათთვის შობის მოახლოებასთან ასოცირდება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ისეთი რეკლამა შევქმნათ, რომელიც მოხმარებლამდე მაქსიმალურად მიიტანს შობის მოახლოების სიხარულს და ოტიმიზმს, რომელიც წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს ახლავს თან“, - აღნიშნა „კოკა-კოლას“ მარკეტინგის დირექტორმა კეტრინ სლეიტმა.