ვლადიმერ პუტინი: სირიაში ტერორისტებს 40 ქვეყანა აფინანსებს, მათ შორის "დიდი ოცეულის" რამდენიმე წევრი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიაში მყოფ ტერორისტებს 40 ქვეყანა აფინანსებს, მათ შორის "დიდი ოცეულის" წევრი რამდენიმე ქვეყანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებას "ტასი" ავრცელებს.  რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ თემაზე მსჯელობა ანტალიაში იყო, სადაც "დიდი ოცეულის" სამიტი გაიმართა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს სათანადო რეზოლუციების შესრულების საკითხები, რომლებიც რუსეთის ინიციატივით არის მიღებული და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთას და ტერორისტების მიერ გაძარცვული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობას ეხება.