მუსლიმი ქალბატონი სიძულვილის შემცველი პოსტის სანაცვლოდ, 1 დოლარს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

ავსტრალიაში მცხოვრები მუსლიმი ქალბატონი სიუზან კარლანდი მისი მისამართით სოციალურ ქსელში გამოთქმული ყოველი სიძულვილის შემცველი პოსტის სანაცვლოდ, 1 დოლარს გაიღებს ქველმოქმედებაში.

ქალბატონის განცხადებით, 1 დოლარს ის UNICEF-ში გადარიცხავს.

კარლანდის განცხადებით, "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე" დღის განმავლობაში უამრავ შეურაცხმყოფელ პოსტებს იღებს. პოსტის ავტორები მუსლიმ ქალბატონს ავსტრალიის დატოვებას სთხოვენ.

"მწერენ, რომ ავსტრალია უნდა დავტოვო, რომ სიკვდილის ღირსი ვარ, შეურაცხყოფენ ჩემს რელიგიას, განსაკუთრებით ლანძღავენ ჰიჯაბს, მწერენ, რომ ერთ-ერთი ჯიჰადისტი ვარ და ავსტრალიელების განადგურება მინდა. ყოველივე ამის ფონზე ვიგრძენი, რომ პირიქით, რაღაც კარგი უნდა გამეკეთებინა, რათა ამდენ სიმახინჯეს ზურგი ვაქციო", - განაცხადა სიუზან კარლანდმა.

განცხადებიდან რამდენიმე დღეში სიუზან კარლანდს UNICEF-ში უკვე 1 000 დოლარი აქვს გადარიცხული.