კატალონიელებმა საკუთარი ვალუტა წარადგინეს

ოფიციალურად ჯერ არარსებულმა კატალონიის რესპუბლიკამ მომავალი ვალუტა წარადგინა.

ლოზუნგით „ევროპის სხვა ვარსკვლავი“ კატალონიელებმა თავიანთი ვალუტა „ვარსკვლავური ევროს“ მონეტა წარადგინეს.

ესპანური გამოცემა „ელ მუნდოს“ ინფორმაციით, კატალონიური ევრო 2-ევროს მონეტის თითქმის იდენტურია.

გასულ წელს კატალონიის ფილატელისტებისა და ნუმიზმატების საამქრომ დამოუკიდებელი კატალონიის ვალუტისა და მარკების კოლექციის დიზაინი შექმნა. ამ ეტაპზე საამქრომ ახალი ვალუტის 3 ათასი ეგზემპლარი გამოუშვა, რომლის შეძენაც 23 ევროდ არის შესაძლებელი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გარდა ამისა, ვალუტა ტურისტული სუვენირიც იქნება, რათა ის „რეგიონის იდენტურობის კიდევ ერთ ელემენტად“ იქცეს.